weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტაილანდის გამოქვაბულიდან 12-ვე ბავშვი და მათი მწვრთნელი გამოიყვანეს

15:59 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

ტაილანდში სამაშველო ოპერაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, წარმატებით დასრულდა. მაშველებმა გადაარჩინეს თორმეტი ბავშვი და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებმაც ნახევრად დატბორილ გამოქვაბულში ორ კვირაზე მეტი გაატარეს. ისინი ვერტმფრენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე კარანტინში იქნებიან და ყველა შესაძლო ინფექციაზე შემოწმდებიან.

23 ივნისს, ექსკურსიაზე მყოფი საფეხბურთო გუნდის 12 წევრი და მათი 25 წლის მწვრთნელი ტაილანდის ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩარჩნენ. ძლიერი წვიმების გამო, გამოქვაბულის შესასვლელი დაიბლოკა და შიგნით წყლის დაგროვება დაიწყო. ბავშვებს, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა, 2 ივლისს მიაკვლიეს. ისინი გამოქვაბულის შესასვლელიდან 4 კილომეტრში, შემაღლებულ და ჩაბნელებულ ადგილზე იყვნენ. 8 ივლისიდან სამაშველო ოპერაცია დაიწყო. იმის გამო, რომ ბავშვება ცურვა არ იციან, აკვალანგის გამოყენება ასწავლეს და გარეთ მყვინთავების დახმარებით გამოიყვანეს.

BBC-ის ინფორმაციით, როგორც ცნობილია, გადარჩენილებს შორის თავს ყველაზე სუსტად მწვრთნელი გრძნობს, რომელიც უარს ამბობდა საკვების მიღებასზე და თავის ულუფას ბავშვებს უნაწილებდა.

გამოქვაბულიდან ბავშვების ევაკუაცია სამ ეტაპად, სამი დღის განმავლობაში განხორციელდა. ბიჭების გადასარჩენად 90 პროფესიონალი მყვინთავი მუშაობდა - 40 ტაილანდელი და 50 უცხოელი. 6 ივლისს, სამაშველო ოპერაციის დროს ერთ-ერთი მყვინთავი დაიღუპა. მას წყალქვეშ ჯანგბადის მარაგი ამოეწურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]