კრემლი 9 თებერვლის განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინციდენტის გამო მწუხარება გამოთქვა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას და მომხდარი „ტრაგიკულ ინციდენტად“ მოიხსენია. ამავე განცხადებით, ორი ლიდერი სირიაში ექსტრემისტებთან ბრძოლისას სამხედრო ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე შეთანხმდა.
თურქეთის განცხადებით, მისი ჯარისკაცები ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალ-ბაბში შენობაში იმყოფებოდნენ, რომელიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავმა დაბომბა.