weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორვატიის მთავრობის სხდომაზე მინისტრები ნაკრების მაისურებით გამოცხადდნენ

16:58 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისთან ისტორიულმა გამარჯვებამ ხორვატიის ნაკრებს FIFA-ს მსოფლიო თასის მოპოვების ისტორიული შანსი გაუჩინა. უდიდესმა წარმატებამ პატარა ბალკანურ ქვეყანაში საყოველთაო სიხარული გამოიწვია, რაც ხორვატიის მთავრობის ბოლო სხდომაზეც გამოჩნდა.

ხორვატიის ხელისუფლება, ისევე როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ფეხბურთის დიდი ქომაგია. ინგლისთან გამარჯვების შემდეგ პირველივე სამთავრობო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი 15 ივლისს, მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გაიმართება, საფრანგეთი-ხორვატიის შეხვედრას კი მთელი ქვეყანა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი განსაკურებულად ელის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]