weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

23 წლის სტუდენტი, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი მებრძოლი მოკლა

09:37 ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 1 მილიარდი აშშ დოლარის ჯილდოა დაწესებული 23 წლის სტუდენტის, სახელად იოანა ფალანის მოკვლაზე, რომელიც ქურთულ ელიტურ შენაერთ „პეშმერგას“ რიგებში იბრძვის სირიასა და ერაყში და „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი მეომარი ჰყავს მოკლული.

დანიაში მცხოვრები იოანა, რომელიც წარმოშობით ირანელი ქურთია, ერაყში რამადის ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. პირველად იარაღი მან 2014 წელს აიღო, როდესაც კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკის ფაკულტეტი მიატოვა და სირიაში საომრად წავიდა. ფალანი თავდაპირველად ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი - ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. მოგვიანებით თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ქობანესთან ბრძოლა მოუწია.

სნაიპერმა იოანა ფალანიმ მონაწილეობა მიიღო სექსუალურ ძალადობასა და ტყვეობაში მყოფი იეზიდი გოგონების განთავისუფლების ოპერაციაშიც.

საყოველთაო ყურადღება სტუდენტმა გოგონამ 2015 წელს მიიპყრო, როდესაც კონფლიქტის ზონიდან დანიაში დაბრუნდა, სადაც სამთავრობო ძალებმა დააკავეს და ვენსტრე ფაენგსელში, ქვეყნის უდიდეს ციხეში ჩასვეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მას შემდეგ იოანა ფალანის პასპორტის გამოცვლა და ლოკაციების მუდმივად შეცვლა მოუწია, რის შესახებაც სინანულით აღნიშნავს, რომ დანიაში, სადაც კანონების დარღვევა მოუწია, მას ტერორისტის სახელი მიანიჭეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]