weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აშშ-ში უკანონო ლობისტური საქმიანობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

09:51 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

ვაშინგტონში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 29 წლის მარია ბუტინა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობაშია ეჭვმიტანილი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 2015 წლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით ბუტინა ლობირებდა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნის ინტერესებს, რომელიც შემდეგ რუსეთის „ცენტრობანკის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ბუტინას ამოცანა იყო ისეთ ორგანიზაციებში შეღწევა, რომლებიც გავლენას ახდენენ აშშ-ის პოლიტიკაზე, რათა მათი მეშვეობით რუსეთის ინტერესები გაეტარებინა.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთში მარია ბუტინა ცნობილი იყო, როგორც სენატორ ალექსანდრ ტორშინის თანაშემწე და ორგანიზაცია „იარაღის უფლების“ მმართველი ორგანოს წევრი.

რუსი მაღალჩინოსნის ვინაობას, რომლის ხელმძღვანელობითაც ბუტინა მუშაობდა, აშშ-ის უწყება არ ასახელებს, თუმცა აკონკრეტებს, რომ 2018 წლის აპრილში მას ამერიკული სანქციები შეეხო.

თავად ბუტინამ ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინს ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო და პირად აგენტს არ წარმოადგენდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს 5 წლამდე პარტიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]