„პრეზიდენტო, ახლახანს ვუყურე თქვენს პრესკონფერენციას პრეზიდენტ პუტინთან ერთად და ის სამარცხვინო იყო. თქვენ იქ იდექით როგორ პატარა სველი სულელი, როგორც პატარა თაყვანისმცემელი ბიჭი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როდის სთხოვდით მას ავტოგრაფს ან „სელფის“ გადაღებას, ან რაღაც ამგვარს. ამ პრესკონფერენციაზე თქვენ ფაქტობრივად უღალატეთ ჩვენს დაზვერვას, მართლმსაჯულების სისტემას და პირველ რიგში, ქვეყანას. თქვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხართ და ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ. რა მოგივიდათ? სად წავიდა ძლიერი სიტყვები, რონალდ რეიგანის ძალა? ოდესღაც ბერლინის კედელათან მან თქვა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი?“ რა მოუვიდა ამ ყველაფერს?“, - ამბობს შვარცენეგერი ვიდეომიმართვაში.
16 ივლისს, ჰელსინკიში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საფუძველს იფიქროს, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამ განცხადების გამო ტრამპი ამერიკელმა კონგრესმენებმა გააკრიტიკეს. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპის განცხადებას აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის ერთი-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა უწოდა. ერთ-ერთმა სენატორმა კი თქვა, რომ ტრამპმა პუტინის მხარე დაიჭირა და არა საკუთარი ქვეყნის დაზვერვისა.