weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დედამიწის სიღრმეში მეცნიერებმა კვადრილიონი ტონა ალმასი აღმოაჩინეს

16:25 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ჰარვარდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ხმოვანი ტალღების გამოყენებით დედამიწის სიღრმეში დიდი ოდენობით ალმასი აღმოაჩინეს. მათი შეფასებით, ძვირფასი მინერალის ოდენობა კვადრილიონ (1015) ტონას აღემატება.

მეცნიერთა ცნობით, ეს ალმასები განლაგებულია კრატონების სახელით ცნობილ კლდოვან ფორმაციებში, რომლებიც ფორმით ამობრუნებულ მთებს ჰგავს და გაწოლილია პლანეტის ტექტონიკური ფილების ცენტრში, დაახლოებით 322 კილომეტრის სიღრმეში.

მკვლევრებმა ლაბორატორიაში მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეს და სხვადასხვა ქანებში ხმოვანი ტალღების გატარების შემდეგ დაადგინეს, რომ კრატონების ქვედა ნაწილში დაფიქსირებული სიჩქარის განვითარება ხმოვან ტალღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ ეს ფორმაციები შეიცავს 1-2 პროცენტ ალმასს.

დედამიწის ალმასების სრული მასის შესაფასებლად, მკვლევრებმა ჩათვალეს, რომ კრატონებში ალმასების შემცველობა 1-2 პროცენტია, შემდეგ კი მონაცემები შეაჯერეს დედამიწის კრატონების ქვედა ნაწილების სრულ მოცულობასთან. მათ მიერ მიღებულმა რიცხვმა 1016 ტონა ალმასი შეადგინა, ანუ 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ეგონათ.

თუმცა, ამ ალმასების მოპოვება შეუძლებელია, რადგან მდებარეობს დედამიწის ზედაპირიდან 145-241 კმ სიღრმეში, გაცილებით უფრო შორს, ვიდრე ნებისმიერ საბურღ მოწყობილობას შეუძლია ჩასვლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]