weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროკომისიამ „გუგლი“ 5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

11:44 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის ევროკომისიამ კორპორაცია „გუგლი“ 5 მილიარდამდე ევროთი დააჯარიმა. ევროკომისიაში დაასკვნეს, რომ კორპორაცია უკანონო მეთოდებს იყენებდა, როდესაც აიძულებდა ე.წ. ანდროიდის საოპერაციო სისტემით მომუშავე სმარტფონების მწარმოებლებს, დაეყენებინათ ისეთი სერვისები და აპლიკაციები, როგორიცაა ბრაუზერი Google Chrome.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ „გუგლის“ მოქმედებამ შეზღუდა სხვა მობილური ბრაუზერების კონკურენცია  Google Chrome-თან და ხელი შეეშალა სხვა საოპერაციო სისტემების გაჩენას.

„გუგლი“ აცხადებს ,რომ კომისიამ არასწორი დასკვნები გამოიტანა, როდესაც კონკურენტებიდან გამორიცხა კომპანია Apple. „გუგლი“ ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეს „გუგლის“ მიმართ მეორე სანქციაა. შარშან კორპორაციას დააკისრეს თითქმის 2.5 მილიარდი ევროს გადახდა იმისთვის, რომ ის საძიებო სისტემაში საკუთარ პროდუქტს, Google Shopping-ს ანიჭებდა უპირატესობას საქონლის სხვა აგრეგატორების საზიანოდ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]