დენის ტენი ორმა მამაკაცმა დაჭრა. ისინი სპორტსმენის კუთვნილი ავტომობილის სარკეების მოპარვას ცდილობდნენ, ხოლო როცა მოციგურავე შეეცადა ქურდებისთვის ხელი შეეშალა, ბარძაყის არეში დაჭრეს. დენის ტენი საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს. ექიმებმა ოპერაცია დაიწყეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 25 წლის კაცი დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა.
ყაზახეთის პოლიციელებს დანაშაულში ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ.
2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, მამაკაც მოციგურავეთა რეიტინგში დენის ტენი მეცხრე ადგილზე იყო.