weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიის საკითხზე ასტანაში გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო

09:44 შაბათი, 18 თებერვალი 2017

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკება სირიის კონფლიქტის მოგვარების მიზნით წარუმატებელი გამოდგა. შუამავალი ქვეყნების: რუსეთის, თურქეთისა და ირანის თქმით, ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ საიმისოდ, რომ კონფლიქტის მხარეებმა შეასრულონ მიღწეული საზავო შეთანხმება.

მოლაპარაკება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შუამავლობის მეორე ცდა იყო.

„მოლაპარაკებების ამ რაუნდით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ დიდი მანძილი გვაშორებს სირიის კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების უშუალო მოლაპარაკებას. როგორც აღვნიშნე, უნდობლობის ხარისხი მეტად მაღალია და მხარეები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამენ. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ მაინც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ, რათა არ დავტოვოთ სივრცე დაპირისპირებისთვის.“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, ალექსანდრ ლავრენტიევმა.

40-წუთიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ მხარეებს ერთობლივი განცხადება არ გაუკეთებიათ. სირიის მოკავშირე რუსეთი და მეამბოხეთა მხარდამჭერი თურქეთი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ექვსკვირიანი საზავო შეთანხმების განხორციელებას. გაეროს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 23 თებერვალს, ჟენევაში გაიმართება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]