პაბლო მარტინეს მონსივაისი - ჰელსინკი, ფინეთი: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი თარჯიმნების გარემოცვაში.
ალექსეი ნიკოლსკი - მოსკოვი, რუსეთი: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ლუჟნიკის“ სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგების წარმატებას ზეიმობს.
ჰასან ამარი - აინ ტერმა, სირია: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ტელევიზორში, ომისგან დანგრეულ აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში.
ბიულენთ ქილიჩი - სტამბოლი, თურქეთი: უამრავი ადამიანი ორი წლის წინანდელი გადატრილების მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნის ხიდზე შეგროვდა.
ანას ბაბა - ღაზა, პალესტინა: ახალგაზრდა პალესტინელები ალ-შიფას საავადმყოფოს მორგში დასტირიან თინეიჯერ მეგობარს, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმებისას დაიღუპა.
ხალედ აბდულა - სანა, იემენი: ქალაქ ჰოდეიდადან გადაადგილებული ოჯახის პატარა წევრი თავშესაფარში.
ნარიმან ელ-მოფტი - ასუანი, ეგვიპტე: 38 წლის ნუბიელი სახელად ნიშა ნილოსში ბანაობს.
ჩენ ჩაო - გუილინი, ჩინეთი: რეპეტიცია მდინარე ლიძიანზე გასამართი შოუსთვის.
EPA - პეკინი, ჩინეთი: დრაგ-ქვინი ჩარლი ვან დერ ჰო ღამის კლუბში გამოსვლისთვის ემზადება.
თომას მუკოია - ნიანგომა კოგელო, კენია: სოფლის მაცხოვრებელი შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დასახვედრად ემზადება.
ხორხე ტორესი - მასაია, ნიკარაგუა: ხოსე მედინას დაკრძალვა, რომელიც მთავრობის მომხრეებისა და საპროტესტო დემონსტრანტების შეტაკებისას დაიღუპა.
ჯიმ ლო სკალზო - ვაშინგტონი, აშშ: ქალი ქვეყნის მასშტაბით არსებულ უდიდეს კათოლიკურ ბაზილიკაში ლოცვისას.
ნოა ბერგერი - მარიპოსა ქაუნთი, კალიფორნია: ხანძრის საწინააღმდეგო თვითმფრინავი იოსემიტის ეროვნულ პარკთან.
ფერდი ავედი - ლამპუნგი, ინდონეზია: კუნძულ რაკატადან დანახული ვულკან ანაკ კრაკატაუს ამოფრქვევა.
NASA - კოსმოსურ ხომალდ Juno-დან გადაღებული იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფერო.