weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა, ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

02:36 ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018

ლაოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ატაპის პროვინციაში მშენებარე კაშხალი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 5 მლრდ კუბურმა მეტრმა წყალმა დასახლებულ პუნქტებს გადაუარა და ათასობით სახლი დაანგრია. BBC-ის ინფორმაციით, ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. არიან დაღუპულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

16 მ სიმაღლის კაშხალი ატაპის პროვინციაში 23 ივლისს ჩამოინგრა. საცხოვრებლის გარეშე დარჩა 6.5 ათასზე მეტი ადამიანი. ვერტმფრენიდან გადაღებული კადრების მიხედვით, რამდენიმე სოფელი მთლიანად წყლით არის დაფარული და მხოლოდ სახლების სახურავები ჩანს. მომხდარის გამო საფრთხე შეექმნათ სტიქიის ზონის მიმდებარე დასახლებებსაც, რის გამოც ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო დროს რეგიონში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია.

დაუსრულებელი კაშხალი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის ნაწილი იყო, რომელმაც, ხელისუფლების მტკიცებით, ლაოსი „აზიის ენერგიის წყაროდ“ უნდა აქციოს. კაშხლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და სამუშაოები 2019 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. პროექტს ადგილობრივი და სამხრეთკორეული კომპანია ახორციელებდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, 2017 წლის მდგომარეობით, ლაოსში 46 მოქმედი ჰიდროელექტროსადგურია, 54 ასეთი ობიექტი კი მშენებლობის პროცესშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]