weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეცნიერებმა მარსზე თხევადი წყლის „ტბა“ აღმოაჩინეს

00:47 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

BBC-ის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად მეცნიერებმა მარსზე თხევად ფორმაში წყლის არსებობის მტკიცებულება მოიპოვეს. მეცნიერებს სჯერათ, რომ პლანეტის სამხრეთ პოლუსთან 20 კილომეტრი სიგანის ტბაა, რომელიც ყინულის სქელი ფენით არის დაფარული.

აღმოჩენა მეცნიერებმა რადარ Marsis-ის საშუალებით დააფიქსირეს, რომელიც პლანეტათაშორის სადგურ „მარს-ექსპრესზეა“ დამაგრებული.

აქამდე NASA-ს მარსმავალ Curiosity-ის მარსზე მხოლოდ დამშრალი ტბები ჰქონდა აღმოჩენილი. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მარსის ზედაპირზე დროდადრო, მცირე ხნით, თხევადი წყლის ნაკადები ჩნდებოდა, თუმცა პირველად აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ პლანეტაზე წყლის რეზერვუარიც არის.

მეცნიერების განმარტებით, ჯერჯერობით შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს, ან არ არსებობს.

„დიდი ხანია ვიცით, რომ მარსის ზედაპირი სიცოცხლისთვის უვარგისია იმ ფორმით რა ფორმითაც მას ვიცნობთ. ამიტომ სიცოცხლეს ახლა გრუნტის ზედა ფენებზე ვეძებთ. იქაურობა მავნე გამოსხივებისგან დაცულია, წნევა და ტემპერატურა კი მისაღებ დონემდე იზრდება. რაც მთავარია სწორედ ასეთ პირობებში შესაძლოა არსებობდეს თხევადი წყალი, რომელიც სიცოცხლის საფუძველია“, - განაცხადა პროფესორმა მანიშ პატელმა.

მისივე თქმით, ეს აღმოჩენა მეცნიერებს მიუთითებს, სად უნდა ეძებონ სიცოცხლე მარსზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]