მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 97 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმედ. ოპერაცია ჩაუტარდა თვითმფრინავის კაპიტანს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავიაკომპანია Aeromexico-ს თვითმფრინავი Embraer 190 ქალაქ დურანგოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე მინდორში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრების მიხედვით, ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი მოედო.