weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

თურქეთში სამხედრო ქალებს თავსაფრის ტარების ნება დართეს

09:49 ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017

თურქეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ შეცვალა დაწესებული ნორმა და ქალ სამხედრო ოფიცრებს სამსახურში ყოფნის დროს ისლამური წესით თავსაფრის ტარების ნება დართო.

ოფიციალური ინფორმაციით, ცვლილება ყველა ქალ სამხედრო მოსამსახურესა და სამხედრო სასწავლებლების მდედრობითი სქესის სტუდენტებზე ვრცელდება, რომლებსაც სამხედრო ფორმასთან ერთად თავსაფრის ტარების სურვილი აქვთ.

თურქეთში ანალოგიური ცვლილება უკვე ამოქმედდა სამხედრო უწყების სამოქალაქო ოფისებში, საზღვრის დაცვისა და პოლიციის სტრუქტურებში.

თურქეთი, რომელიც ძირითადად მუსლიმებითაა დასახლებული, ოფიციალურად სეკულარულ, ანუ რელიგიურ ფუნდამენტებზე დაფუძნებულ ქვეყნად ითვლება, თუმცა 2002 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ისლამური ფესვების მქონე სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოვიდა, ქვეყანაში თანდათან დაიწყო გაუქმება იმ მარეგულირებელი განკარგულებისა, რაც სასწავლო დაწესებულებებსა და სამთავრობო სტრუქტურებში ქალებს თავსაფრის ტარებას უკრძალავდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]