weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა 18 ადამიანი

10:24 შაბათი, 04 აგვისტო 2018

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი და ნავთობსატუმბ სადგურზე დასაქმებული 15 მუშა დაიღუპა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენი ავიაკომპანია Utair-ს ეკუთვნოდა.

„როსავიაციის“ განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მოსკოვის დროით დილის 5 საათზე, ვანკორის ნავთობის საბადოს რაიონში ჯერ „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი აფრინდა, რომელსაც ტვირთი ჰქონდა გამობმული, მას მეორე ვერტმფრენი მიჰყვა. მის ბორტზე ნავთობის საქაჩ სადგურზე დასაქმებული 15 მუშა იმყოფებოდა. დაუდგენელი მიზეზით, მგზავრებიანი ვერტმფრენი პირველი ვერტმფრენის ტვირთს შეეჯახა, ჩამოვარდა, დაიმტვრა და ცეცხლი მოეკიდა.

ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად „როსავიაციაში“ სპეციალური კომისია შეიქმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]