პოლიციიის განცხადებით, ბოლო პერიოდში რიკ ჯენესტს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამაზე მიუთითებს მოდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მომღერალ ლედი გაგას მიერ გამოქვეყნებული განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადამიანებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ რათა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს.
„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ მოსაზრებას, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ სხვასთან ლაპარაკი არ შეიძლება. თუ იტანჯები, დაურეკე მეგობარს ან ოჯახს ახლავე. ჩვენ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ“, - წერს პოპ-ვარსკვლავი.
რიკი ჯენესტმა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი თავისი ტატუებით გახდა, 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ვიდეოკლიპში ლედი გაგას სიმღერაზე “Born This Way” და ეპიზოდური როლი შეასრულა 2013 წლის ჰოლივუდურ ისტორიულ ფენტეზი ფილმში „47 რონინი“.