weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შვედეთის უმაღლესი მთა სიცხისგან დაბლდება

14:28 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

შვედეთის უმაღლესი წერტილი კებნეკაისეს მასივის სამხრეთ მწვერვალია, თუმცა მთამ შესაძლოა ეს ტიტული დიდხანს ვეღარ შეინარჩუნოს, რადგან განსაკუთრებულად ცხელი კვირის შემდეგ მთამ დაპატარავება დაიწყო.

სინამდვილეში, მყინვარით დაფარული მწვერვალი შესაძლოა უკვე ჩრდილოეთის კლდოვან მწვერვალზე დაბალია. მიზეზი ის არის, რომ თვეზე ნაკლებ პერიოდში მთის წვერზე ოთხი მეტრის სისქეზე გადნა თოვლისა და ყინულის საფარი, რადგან ყოველდღიურად იქ 14 სმ დნებოდა.

ამინდის ცვლილებასთან ერთად, ამ მთის სიმაღლე გამუდმებით იცვლება, თუმცა ამ ზაფხულს ევროპაში და განსაკუთრებით შვედეთში, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია.

შვედეთის ბევრ ნაწილში, ივლისში ცხელი ამინდის არაერთი რეკორდი დაფიქსირდა, საშუალო ტემპერატურა კი ნორმალურს 3-5 გრადუსით აღემატებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]