საპასუხოდ, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ერდოღანის მწვავე კრიტიკას „უგუნური შენიშვნა“ უწოდა, რომელიც ყველანაირ საზღვარს სცდება.
ბოლო კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სიტყვა „ფაშისტი“ იხმარა მისი NATO-ელი პარტნიორი ქვეყნის მთავრობის კრიტიკისას - ერდოღანმა ნიდერლანდებამდე „ნაცისტურ პრაქტიკად“ დაახასიათა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც გერმანიის ქალაქებში ერდოღანის მხარდამჭერი აქციების ჩატარება აიკრძალა.