სანქციები 22 აგვისტოდან ამოქმედდება.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსული წარმომავლობის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“
იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტალიდან აპრილში გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი - მაისში. მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია.
სკრიპალებზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.