weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირანში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

14:07 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017
ირანში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ფოტო © Reuters

ირანში პარლამენტის შენობასა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო მონაცემებით თეირანში დღეს მომხდარ თავდასხმებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პარლამენტზე თავდასხმაში მონაწლეთა რაოდენობის შესახებ ამ დრომდე განხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, პარლამენტში სამი ადამიანი შეიჭრა, რომელთაგან ერთს პისტოლეტი ჰქონდა, ორს კი „კალაშნიკოვის“ ავტომატი. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პარლამენტში მომხდარი თავდასხმის დროს 2 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

პარალელურად, სხვა შეიარაღებული ჯგუფი აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან სამი მამაკაცი, ერთი კი ქალი იყო. მავზოლეუმის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ე.წ. „შაჰიდის ქამარი“ აამოქმედა და თავი აიფეთქა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ორივე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობაში თავდამსხმელებს მძევლები ჰყავთ აყვანილი.

ირანის დაზვერვის მინისტრის განცხადებით, მათ „ტერორისტული ჯგუფი“ დააკავეს, რომელიც მესამე თავდასხმას გეგმავდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]