თალიბანის პირველი იერიშების მოგერიება დედაქალაქის პოლიციის ძალებს მოუწიათ, მალე მათ ავღანეთის სამთავრობო არმია წამოეშველა, რომელსაც საავიაციო დახმარებას უწევდა აშშ-ის სამხედრო ავიაცია.
გავრცელებული ცნობებით, კონტრშეტევის დროს ასამდე თალიბი ექსტრემისტი დაიღუპა. იერიშის მოგერიების შემდეგ პოლიციის რაზმებმა ქალაქში მიმობნეული თალიბი მებრძოლების გამოსავლენად თითოეული სახლის ჩხრეკვა დაიწყეს. ასევე მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოხერხა ამდენმა შეიარაღებულმა თალიბმა ქალაქის სიღრმეში ასე იოლად შეღწევა.