weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარელიაში მე-18 საუკუნის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის ეკლესია დაიწვა

17:14 შაბათი, 11 აგვისტო 2018

რუსეთის ფედერაციაში შემავალ კარელიის რესპუბლიკის სოფელ კონდოპოგაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია დაიწვა. 42 მეტრი სიმაღლის ეკლესია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის შენობა იყო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა.

ეკლესია ონეგის ტბის ნაპირზე 1774 წელს ააშენეს, რესტავრაცია კი გასულ საუკუნეში ჩაუტარდა. ტაძარში ბოლოს ღვთისმსახურება 2015 წელს აღავლინეს, ბოლო წლებში კი იქ კონდოპოგის მუზეუმი იყო განთავსებული.

კარელიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად ტურისტების დაუდევრობა განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]