ნაგვის შესაგროვებლად განსაკუთრებით ჭკვიანი ფრინველები შეარჩიეს. 6 ყვავის გასაწვრთნელად სპეციალური სისტემა კრისტოფ გაბორიმ შეადგინა. მწვრთნელი ამბობს, რომ ყვავები ნაგავს სწრაფად აგროვებენ და სულ რაღაც 45 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში კონტეინერი უკვე სავსეა. გარდა ამისა, მათ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონთ და კონტაქტს თამაშების მეშვეობით ამყარებენ.
ირკვევა, რომ პროექტის მიზანი მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნება არ არის. პარკის ვიზიტორები ამაზე თავადაც ზრუნავენ. როგორც პარკის დირექტორი ამბობს, მისი მიზანია ადამიანებმა დაინახონ, რომ ბუნებამ თავად შეიძლება გვასწავლოს, რომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ.
ამ დროისთვის პარკს გაწვრთნილი ყვავების ნაწილი ალაგებს. ორშაბათიდან მათ დანარჩენებიც შეუერთდებიან.