weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თურქეთის ხელისუფლებამ Amnesty International-ის წარმომადგენელი დააკავა

16:53 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017
ტანერ კილიჩი ტანერ კილიჩი

თურქეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი დააკავა. ის ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

უფლებადამცველი ქალაქ იზმირში, 6 ივნისს, 6:30 საათზე, საკუთარ სახლში აიყვანეს. „საერთაშორისო ამნისტიის“ ინფორმაციით, იმავე დღეს, ტანერ კილიჩის გარდა კიდევ 22 იურისტი დაააკავეს.

„ტანერ კილიჩი დიდი ხნის განმავლობაში იცავდა იმ უფლებებს, რომლის გათელვა თურქეთის ხელისუფლებას აქვს განზრახული“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ტანერ კილიჩი „საერთაშორისო ამნისტიასთან“ 2002 წლიდან თანამშრომლობს, 2014 წლიდან კი თურქეთის განყოფილების თავმჯდომარეა. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი იფიქრონ, რომ მათი წარმომადგენლის დაკავება ორგანიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

„საერთაშორისო ამნისტიაში“ აცხადებენ, რომ დაკავების ორდერის მიხედვით, გამოძიება „ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ოგრანიზაციის“ წევრების გამოსავლენად მიმდინარეობს. „ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რატომ არის ტანერ კილიჩი ეჭვმიტანილი ასეთ კავშირებში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რომელსაც 246 ადამიანი ემსხვერპლა, თურქეთის ხელისუფლება სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთშა გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დააკავა. სამსახურიდან გაათავისუფლეს 150 ათასამდე ადამიანი, მათ შორის, სამართალდამცავები, სამხედროები და მასწავლებლები.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]