ხანძარი დღეს, სავარაუდოდ, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზეა მოდებული ცეცხლი. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 186 მეხანძრე, 62 სახანძრო მანქანა და 5 ვერტმფრენი მუშაობს.
შეგახსენებთ, 23 ივლისს, ათენის მახლობლად გაჩენილ ხანძარს 94 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.