თავდასხმა რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელმა მეამბოხეებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი წაართვეს.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა თავისი მანქანა შეაჯახა და ბომბი ააფეთქა თურქი ჯარისკაცებისა და განდგომილთა ჯგუფში.
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ალ-ბაბი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრშია, მეამბოხეთა თქმით, მათ 23 თებერვალს დაიკავეს.