weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მომღერალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

18:53 ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დეტროიტში, „სოულის დედოფალი“ არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 2010 წელს მას კიბო აღმოაჩნდა, რის გამოც გასულ წელს მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა.

არეტა ფრანკლინი 1942 წელს მემფისში დაიბადა, პროფესიული კარიერა კი 14 წლისამ დეტროიტში დაიწყო. ის მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი მომღერალი იყო. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 18 „გრემის“ ჯილდო აქვს მიღებული, მისი 20 ალბომი კი ამერიკული ჰიტ-პარადების პირველ ათეულში გადიოდა.

არეტა ფრანკლინი პირველი ქალია, რომლის სახელიც 1987 წელს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ შევიდა.

2010 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ის თავისი დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში პირველ ადგილზე დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]