წყალდიდობა წვიმების სეზონს უკავშირდება, რომელიც ინდოეთში ივნისში დაიწყო, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა ბოლო 24 საათში განსაკუთრებით გაიზარდა. დატბორილია საავტომობილო და სარკინიგზო გზები. წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ ჩაისა და ყავის პლანტაციები. შტატის 14 რაიონში დახურულია სკოლები. მოსალოდნელია, რომ უამინდობა კიდევ გაგრძელდება, რის გამოც კერალას მთავარი აეროპორტი მუშაობას აჩერებს.
სტიქიის ზონაში ასობით სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია ავიაცია და 300-ზე მეტი კატარღა.
ზოგიერთ რაიონში უსაფრთხოების პრობლემების გამო ტურისტების შესვლა აკრძალულია.