კოფი ანანი 1938 წლის 8 აპრილს განაში დაიბადა. გაეროს მეშვიდე გენერალური მდივნის თანამდებობას 1997-2006 წლებში იკავებდა. ის გახლდათ პირველი შავკანიანი დიპლომატი აფრიკის კონტინენტიდან, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, კოფი ანანი სირიაში ამ ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი იყო და კონფლიქტების დარეგულირებაზე მუშაობდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა საკუთარ ფონდს და ნელსონ მანდელას მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციას The Elders (ქართ. „უხუცესები“).
კოფი ანანი 2001 წელს, ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.