weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მუსლიმმა ქალმა, რომელმაც გასაუბრებაზე კაცს ხელი არ ჩამოართვა, შვედეთში სასამართლო მოიგო

16:19 შაბათი, 18 აგვისტო 2018

შვედეთში, 24 წლის მუსლიმმა ქალმა, რომელმაც გასაუბრების დროს მამაკაცისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა და ამის გამო გასაუბრებიდან გამოუშვეს, სასამართლოში დავა მოიგო. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა და დამსაქმებელ კომპანიას ქალის სასარგებლოდ 40 ათასი კრონის ($4,350) გადახდა დააკისრა.

ფარა ალჰაჯეს ერთ-ერთ კომპანიაში თარჯიმნის პოზიციაზე სურდა მუშაობის დაწყება. ის გასაუბრებაზეც დაიბარეს. თუმცა მას შემდეგ, რაც კადრების განყოფილების წარმომადგენელი მამაკაცისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა და მისალმების ნიშნად გულზე ხელის დადება ამჯობინა, გასაუბრება შეწყდა.

ქალმა დისკრიმინაციის ომბუდსმენს მიმართა და საქმე სასამართლომდე მივიდა. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ მათ თანამშრომლებს მოეთხოვებათ ქალებსა და კაცებს ერთნაირად მოექცნენ. მათივე თქმით, ვერ დაუშვებენ, რომ მათი გუნდის წევრმა ადამიანს ხელის ჩამორთმევაზე უარი სქესის გამო უთხრას.

საბოლოო ჯამში, სამი ხმით ორის წინააღმდეგ, სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა და განმარტა, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მისალმების ფორმა, რომელსაც ქალი სამუშაო ადგილზე გამოიყენებდა, როგორც თარჯიმანს, ეფექტურ კომუნიკაციაში ხელს ვერ შეუშლიდა.

მუსლიმების ნაწილი, საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტზე უარს ამბობს. თუმცა, ხელის ჩამორთმევა ევროპაში არსებული ტრადიციაა. გარდა ამისა, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა შესაძლოა კომპანიებსა და საჯარო დაწესებულებებს ქალებისა და კაცებისადმი განსხვავებულ მოპყრობას უკრძალავდეს.

„მე ღმერთი მწამს, რაც შვედეთში ძალიან იშვიათია... ჩემს ქვეყანაში ქალებსა და კაცებს განსხვავებულად არ ექცევიან. ამას პატივს ვცემ და ამიტომ არის, რომ არ მაქვს არანაირი ფიზიკური კონტაქტი არც კაცთან და არც ქალთან. საშუალება მაქვს ვიცხოვრო ჩემი რელიგიის წესების შესაბამისად და ამავე დროს დავიცვა ქვეყანაში მოქმედი წესებიც“, - ციტირებს BBC ახალგაზრდა ქალის კომენტარს.

ამ თემასთან დაკავშირებით გამოცემა წერს, რომ მიმდინარე წლის აპრილში ალჟირელ ქალს უარი ეთქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე მას შემდეგ რაც მოქალაქეობის მინიჭების პროცესის დროს საჯარო მოხელისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]