weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთის დედაქალაქში ამერიკის საელჩოს ესროლეს

12:44 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

ანკარაში უცნობმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შენობას რამდენიმე ტყვია მიმავალი ავტომანქანიდან ესროლეს. ტყვია უსაფრთხოების სამსახურის შენობის ფანჯარას მოხვდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მუსლიმური დღესასწაულის გამო, ამ კვირაში საელჩო არ მუშაობს.

ამერიკის საელჩოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე ესროლეს. ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის ხელისუფლებისგან ითხოვს ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის პატიმრობიდან გათავისუფლებას, რაზეც თურქეთი უარს ამბობს. ამის გამო, აგვისტოს დასაწყისში აშშ-მ თურქეთის იუსტიციისა და შს მინისტრებს სანქციები დაუწესა, გარდა ამისა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადებს გაზრდის.

პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში 20 წელზე მეტი ცხოვრობდა, 2016 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. ორივე ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციებად განიხილავს, გარდა ამისა, გიულენი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის იდეოლოგად მიაჩნიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]