შავებში ჩაცმულმა უცნობმა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ლათინურ ასო-ბგერა O-ებს საგანგებოდ გამზადებული ნაჭრები ჩამოაფარა და სიტყვა WEED მიიღო, რაც ინგლისურენოვან ქვეყნებში მარიხუანის ერთ-ერთი სახელია.
გავრცელებული ვერსიით, ვანდალური ფაქტის ავტორმა მიანიშნა 2016 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, რის მიხედვითაც 2018 წლიდან კალიფორნიაში მარიხუანის მოხმარება ლეგალური იქნება.