weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯონ მაკკეინმა ტვინის კიბოს მკურნალობა შეწყვიტა

23:04 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

ამერიკელმა სენატორმა, 81 წლის ჯონ მაკკეინმა გადაწყვიტა, თავის ტვინის კიბოს მკურნალობა აღარ გააგრძელოს. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სენატორმა უკვე იმაზე დიდხანს იცოცხლა, ვიდრე ამას ბევრი ელოდა.

„დაავადების პროგრესირებამ და ასაკის გავლენამ ვერდიქტი გამოიტანა. ჩვეული სიმტკიცით, მან გადაწყვიტა, მკურნალობა შეწყვიტოს“, - ნათვამია ოჯახის განცხადებაში.

The New York Times-ის ინფორმაციით, ამჟამად ჯონ მაკკეინი არიზონაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფება.

ჯონ მაკკეინს თავის ტვინის კიბოს მძიმე ფორმა - გლიობლასტომა 2017 წლის ივლისში დაუდგინეს და ოპერაცია ჩაუტარეს. ავადმყოფობის მიუხედავად, მას მუშაობა არ შეუწყვეტია და ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურად რჩება.

ჯონ მაკკეინი სამხედრო ავიაციის პილოტი და ვიეტნამის ომის ვეტერანია, რომელმაც ომის დროს ტყვეობაში 5 წელი გაატარა. მაკკეინი რესპუბლიკური პარტიის წევრია და 1987 წლიდან აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზეც იყარა კენჭი, თუმცა დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა. ჯონ მაკკეინი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]