14 მარტს ტელევიზიით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ნიდერლანდური ხასიათი გატყდა ხოცვა-ჟლეტის დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი მასობრივი სიკვდილიანობა იყო. ერდოღანი ლაპარაკობდა ბოსნიის ომის დროს ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბეთის საზღვართან მდებარე ქალაქ სრებრენიცაში სერბების მიერ რვა ათასზე მეტი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვაზე. აღნიშნულ არეალში გაეროს მსუბუქად შეიარაღებული სამშვიდობო კონტიგენტი იყო განთავსებული, რომელიც ჰოლანდიელებით იყო დაკომპლექტებული. სამშვიდობო ჯარმა ვერ გაუგო მოწინააღმდეგის ზეწოლას და თავიდან ვერ აიცილა ხოცვა-ჟლეტა.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ერდოღანის განცხადებას „აუტანელი ისტორიული სიყალბე უწოდა“.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა წინა დღეებში ნიდერლანდის მთავრობას „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა, რადგან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.