weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი ბოლო 37 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

22:56 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის სექტემბერში 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, წვრთნებში სახელწოდებით „ვოსტოკ-2018“ დაახლოებით 300 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

სამხედრო წვრთნები 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების ყველა პოლიგონზე ჩატარდება. სწავლებაში 36 000 სამხედრო-სახმელეთო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა მანქანები, ასევე ათასზე მეტი თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩაერთვება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „ვოსტოკ-2018“ 1981 წელს ჩატარებულ „ზაპად-81“ შეადარა და აღნიშნა, რომ პროგრამა გარკვეულწილად მეორდება. 37 წლის წინ ჩატარებული სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ჯარების წინააღმდეგ შეტევით მოქმედებებს მოიცავდა.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მილიონამდე ადამიანი მსახურობს. შესაბამისად, მოახლოებულ წვრთნებში ჯარის თითქმის მესამედი მიიღებს მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]