weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი მომღერალი იოსებ კობზონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

15:26 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

მოსკოვში რუსი მომღერალი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსებ კობზონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2002 წლიდან მომღერალი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი კობზონი გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს.

იოსებ კობზონი 1937 წელს დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარში დაიბადა. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ის საბჭოთა ესტრადის სახედ და სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

კობზონი 2007 წლიდან რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წევრი და მეექვსე მოწვევის დუმის დეპუტატი იყო. 2014 წელს მან მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მოგვიანებით კი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „გმირის“ წოდება და პასპორტი მიიღო. უკრაინამ მომღერალი სანქციების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]