აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა ე.წ. შემოსავლების მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის მარჯვენა ხელი იყო.
„დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, უკრაინელი დივერსანტები და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რესპუბლიკის მეთაურზე თავდასხმაში“, - უთხრა სააგენტო „ინტერფაქსს“ დონეცკის ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა.
ზახარჩენკო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ სათავეში 2014 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩაუდგა. ნოემბერში ის მეორე ვადით კენჭისყრას აპირებდა.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე ვითარებას რუსეთი აკონტროლებს, სეპარატისტებს სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს. რუსეთი კი დონბასში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას უკრაინის შიდა კონფლიქტს უწოდებს და მასთან პირდაპირ კავშირს უარყოფს.