weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთი ევროპაში ყოველთვიურად 15 000 ლტოლვილის შეშვებით იმუქრება

10:05 შაბათი, 18 მარტი 2017

თურქეთის მთავრობა იმუქრება, რომ ევროკავშირში ყოველთვიურად 15 000 ლტოლვილს გაგზავნის, რაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დიპლომატიურ კონფლიქტის მორიგ ესკალაციას წარმოადგენს.

თურქეთი აქამდეც გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა გააუქმოს ევროკავშირთან 2016 წლის მარტში გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ლტოლვილთა შესვლის შეკავებას. თურქეთის მხრიდან ეს გაფრთხილება პასუხია ევროპაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად, თურქ მინისტრებს ევროპაში პოლიტიკური კამპანიის ჩატარება აეკრძალათ.

გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მიერ 17 მარტს გაკეთებული განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ ოფიციალურმა ანკარამ შეთანხმება უკვე გააუქმა.

თურქეთ-ევროკავშირის დიპლომატიური კრიზისი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ჰოლანდიამ და გერმანიამ თურქეთის მინისტრებს უარი უთხრეს დასწრებოდნენ მათ ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური თურქების მიერ გამართულ აქციებზე. თურქი მოქალაქეები 16 აპრილს დანიშნულ რეფერენდუმში ჩართვას ითხოვენ, ამ რეფერენდუმით კი გაიზრდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უფლებამოსილება. თურქი მინისტრების აქციებზე არდაშვების გამო ერდოღანმა ორი ქვეყანა „ნაცისტური პრაქტიკების“ ქონაში დაადანაშაულა, ნიდერლანდებს კი სრებრენიცაში 1995 წელს მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში დასდო ბრალი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]