weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შშმ პირმა „სამსუნგის“ შტაბ-ბინიდან ორი წლის განმავლობაში 8474 სმარტფონი მოიპარა

12:45 პარასკევი, 09 ივნისი 2017

სამხრეთ კორეის პოლიციამ კომპანია „სამსუნგის“ თანამშრომელი მამაკაცი, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირი დააკავა, რომელმაც 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე კომპანიის შტაბ-ბინიდან 8474 სმარტფონი მოიპარა.

მოპარული სმარტფონები „სამსუნგის“ თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. დაკავებულმა აღიარა, რომ მოპარულ სმარტფონებს სპეციალურ მაღაზიაში აბარებდა და ისინი სრულად გაყიდულია, რადგან აღებული თანხა აზარტული თამაშებიდან დაგროვილი ვალის გადახდას მოახმარა.

შშმ თანამშრომელმა „სამსუნგს“ 714 ათასი დოლარის ზარალი მიაყენა. ცნობილი გახდა ისიც, რომ მამაკაცს ქურდობა იმის გამო უადვილდებოდა, რომ თავისი მდგომარეობისა და ეტლით გადაადგილების გამო მეტალოდეტექტორების გავლა არ უწევდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]