მოპარული სმარტფონები „სამსუნგის“ თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. დაკავებულმა აღიარა, რომ მოპარულ სმარტფონებს სპეციალურ მაღაზიაში აბარებდა და ისინი სრულად გაყიდულია, რადგან აღებული თანხა აზარტული თამაშებიდან დაგროვილი ვალის გადახდას მოახმარა.
შშმ თანამშრომელმა „სამსუნგს“ 714 ათასი დოლარის ზარალი მიაყენა. ცნობილი გახდა ისიც, რომ მამაკაცს ქურდობა იმის გამო უადვილდებოდა, რომ თავისი მდგომარეობისა და ეტლით გადაადგილების გამო მეტალოდეტექტორების გავლა არ უწევდა.