weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარს ააგებენ

01:54 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვში, პარკ „პატრიოტის“ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის აშენებას გეგმავს. ვებ-გვერდ www.hram.mil.ru-ზე ვკითხულობთ, რომ მასშტაბური ტაძრის კომპლექსი სიმბოლურად უნდა ასახავდეს „სულიერებას რუსული ჯარისა, რომელიც მახვილს მხოლოდ მამულის დასაცავად აღმართავს“.

ტაძრის კომპლექსი რუსულ-ბიზანტიურ სტილშია პროექტირებული. ეკლესიის სიმაღლე, მასზე აღმართული ჯვრის ჩათვლით, 95 მეტრია. ნაგებობა 11 000 კვ.მ.-ზე განთავსდება და ერთდროულად 6 ათას ადამიანს დაიტევს. ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება უნივერსალური მულტიმედიური მუზეუმი და საგამოფენო კომპლექსი „რუსეთის სულიერი არმია“, რომლის „უნიკალური ექსპოზიციები  რუსეთის არმიის გმირული ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდებს მიეძღვნება“.

ტაძრის აგება შემოწირულობებით იგეგმება, რისთვისაც ფონდი „აღდგომა“ (Воскресение) შეიქმნა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ტაძრის მშენებლობისთვის 3.5 მილიონი რუბლის ოდენობით შემოწირულობა შეგროვდა.

შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ ახალი ტაძარი გახდება სულიერი, სასწავლო-მეთოდური და საგანმანათლებლო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მართლმადიდებელი მღვდლებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ტაძრის კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]