კუნძულ ჰიკაიდოს, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაიკეტა კუნძულის მთავარი აეროპორტი.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება 25 ათასამდე ადამიანი.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ იაპონიის დასავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა ბოლო 25 წლის განმავლობაში უძლიერესი ტაიფუნი „ჯები,“ რომელმაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.