weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთმა და სირიამ იდლიბის პროვინციაზე ავიაიერიში განაახლეს

11:09 კვირა, 09 სექტემბერი 2018

რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელეს იდლიბის პროვინციაზე. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავებმა ათობით ბომბი ჩამოყარეს, რა დროსაც სულ ცოტა ოთხი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბოლო თვის ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა იყო სირიის ბოლო პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.

იერიში განხორციელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თეირანში გაიმართა მოლაპარაკება იდლიბში შექმნილ ვითარებაზე. შეხვედრაში ირანის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. სამ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, შეთანხმებულად იმოქმედონ სირიის სამხედრო ოპერაციის დროს.

მოსკოვი და თეირანი, როგორც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეები, მხარს უჭერენ იდლიბზე იერიშს მაშინ, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასეთ ოპერაციას ეწინააღმდეგება მოსალოდნელი სისხლისღვრისა და ლტოლვილების ახალი ტალღის გამო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]