weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

17:17 კვირა, 09 სექტემბერი 2018

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე კუნძულზე ჩავიდა და დაზარალებული რაიონები თავად მოინახულა.

როგორც იაპონიის პრემიერმა განაცხადა, ამჟამად მაშველები მიწისძვრის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულების პოვნას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან მეხანძრეები, მაშველები და სამხედროები. ხელისუფლება დაზარალებული რეგიონებისთვის 540 მილიონი იენის გამოყოფას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისძვრა ოთხშაბათს ღამით მოხდა. სტიქიის სიმძლავრე 6.7 ბალი იყო. მიწისძვრას თან მეწყერი მოჰყვა. განმეორებითი ბიძგები ჰოკაიდოზე სულ მცირე 125-ჯერ დაფიქსირდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]