„რეფერენდუმს 16 აპრილს ვმართავთ. ამის შემდეგ შესაძლოა გვქონდეს „ბრექსიტის“ მსგავსი რეფერენდუმი ევროკავშირთან მოლაპარაკებების თაობაზე. მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ხალხი, ჩვენ მათ დავუჯერებთ,“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღნმა.
16 აპრილს გასამართ რეფერენდუმზე თურქეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.
თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი 1987 წელს გამოთქვა. ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო და ამ დრომდე ნელი ტემპით მიმდინარეობს კვიპროსის, ადამიანის უფლებების და სხვა სადავო საკითხების გამო.