სწავლებაში მონაწილეობას ჩინეთის და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებიც მიიღებენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „ვოსტოკი 2018“ უმსხვილესი სამხედრო სწავლებაა 1981 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მტკიცებით, მასშტაბური სამხედრო წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.