თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია, ნანგარჰარის დედაქალაქ ჯალალაბადსა და პაკისტანის საზღვრის მთავარ საკონტროლ-გამშვებ პუნქტს შორის ავტომაგისტრალზე მოხდა.
აფეთქების მომენტში ასობით დემონსტრანტი იყო შეკრებილი, აქციაზე ადგილობრივი პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნას აპროტესტებდნენ.
ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.