რამდენიმე ათეული აფეთქება მოხდა ბოსტონიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარე ქალაქებში ლოურენსში, ანდოვერსა და ჩრდილოეთ ანდოვერში. აფეთქებებით გამოწვეულმა ხანძრებმა რამდენიმე ათეული სახლი მოიცვა. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
მაშველებმა საცხოვრებლის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს ყველას, ვინც გაზის სუნს გრძნობს. მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები გაზსადენში ასრებულმა ზედმეტმა წნევამ გამოიწვია. მომხდარის მიზეზს იკვლევს გაზსადენის მფლობელი კომპანია Columbia Gas.