მსახიობის გაუჩინარების შესახებ უამრავი ჭორი და ინფორმაცია გაჩნდა, ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით კი, ბინბინ ფანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ ტიბეტში სტუმრობის გამო პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრა.
ბინბინ ფანის შესახებ ბოლო პერიოდში პრესაში ასევე ვრცელდებოდა სტატიები იმის თაობაზე, რომ მსახიობს ქვეყნის ხელისუფლებასთან პრობლემები გადასახადების გამო ჰქონდა, რადგან ჩინური კანონების თანახმად, მილიონერ მოქალაქეს განსხვავებული საგადასახადო ვალდებულებები აკისრია, მსახიობმა კი შესაძლოა უნებლიე შეცდომა დაუშვა.
აქვე გეტყვით, რომ ბინბინ ფანს, რომელიც გასულ წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო, ჩინური ფილმების გარდა მონაწილეობა ასევე აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ჰოლივუდურ ფილმებშიც.